Nita Gabisonia's profile

მოდი ბრაზი გავაბრაზოთ

იმისათვის რომ ჩემს ბრაზებთან ბრძოლაში ცოტა მაინც გავიმარჯვო, ჯერ უნდა შევისწავლო  მეტოქე. გადავწყვიტე, მივმათო წარმოსახვას და მოვიგონო ჩემი ბრაზის ფერები, ფორმები, რა ფონტით, ვიზუალით თუ ტექსტურით შემიძლია გამოვსახო, რომ შემდეგ უფრო ადვილად განვასაგნო და ისე მოვერიო, რომ არასდროს დაავიწყდეს.
ბრაზის გამატერიალურება მეხმარება იმაში, რომ გავიაზრო სინამდვილეში რამხელაა და ერთ მოცულობაში მოვაქციო (მოვიმწყვდიო). ის მისტიკურობა და უზარმაზარობა, როგორი ბუნდოვანი წარმოდგენაც მქონდა მანამდე მასზე,  ვნახო და გავიაზრო, რომ სულაც არ ყოფილა ორი სართულისხელა და შეტევამდე თვალებში უფრო თამამად ჩავხედო.
არ ვიცი თვითონ როგორ დამიპირისპირდება...
ალბათ, თავისი მანიპულატორული ძალით, გამახსენებს იმ ყველაფრის  სიმძაფრეს ყოველდღიურობაში თუ წარსულში, რაზეც გაბრაზებული ვარ / ვყოფილვარ და მიმანიშნებს, თუ როგორი დაუმარცხებელია. 

მე კი შემიძლია ცოტა ხანი ვაცადო, მაგაშიც ვიპოვო რომანტიკა და რამე მძიმე მუსიკა შევუხამო, რომ ეს ყველაფერი ერთად შევკრა ან დავახარისხო მინიბრაზებად, რაც ასევე უფრო გამიმარტივებს მათთან გამკლავებას.
აჰა, უკვე გხედავ,  თავი მოგიყარე და დაგაკონცენტრირე, რადგან გაფანტულობა მოუხელთებელს გხდიდა.

ახლა შემიძლია, მოქმედებაზე გადავიდე და შენი გარდამავლობა გამოვიყენო, როგორც საგნის დეფორმირება შეიძლება, ისე. კი, იარსებებ მაინც, მაგრამ მეც რომ გაგაბრაზებ, ამით უფრო მომეშვება😊
მოკლედ ასე, შენივე ენით დაგაზიანე და ახლა როგორც არ უნდა გაგასწორო, დაგაწებო, ეს იარები მაინც სულ დაგრჩება, როგორც შენ ბუდობდი სულ ჩემში.
კილომეტრებზე მიმობნეულ ბრაზს, მირჩევნია, ერთად თავმოყრილი და გასაცოდავებული ბრაზი იყო,  ასე რომ სადღაც ხომ მოგიგე კიდეც;)
მოდი ბრაზი გავაბრაზოთ
Published:

Owner

მოდი ბრაზი გავაბრაზოთ

Published: